სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     მთავრობის ადმინისტრაციასთან ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. 

    „ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზეზი არის ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს. იგივე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები თავიანთი იდენტობიდან გამომდინარე დღის შუქზე გამოსვლასაც კი ვერ ახერხებენ. ამავდროულად 17 მაისი არის ერთგვარი სიმბოლო თავისუფალი აზრის გამოხატვის და ვიმედოვნებთ, რომ მოვა დრო და ხელისუფლება სათანადოდ დაიცავს ამ ადამიანების უფლებებს. გამოვედი იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ხელოვნურად როგორ ხდება თავისუფლების ჩახშობა“, – აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა ანა ონიანმა. 

    მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კვლავ გაძლიერებულ რეჟიმში არიან მობილიზებული სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის, დაცვის პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. 

    არსებული ინფორმაციით, პერიმეტრის სიახლოვეს იმყოფებიან სპეცრაზმის თანამშრომლებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ კორდონის დაცვას, რომლითაც მთავრობის ადმინისტრაციასთან დამაკავშირებელი ყველა ქუჩა გადაკეტილია. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved