სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ისინი ტერიტორიიდან სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გაიყვანეს. მათ დანიშნულების ადგილამდე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მიაცილებდნენ. 

    მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება ამ დრომდე შეინიშნება. მათ გადაკეტილი აქვთ ინგოროყვას ქუჩა და აკონტროლებენ მასთან დამაკავშირებელ ყველა პარალელურ ქუჩას, ასევე რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე სიტუაციას აკვირდებიან სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved