სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     (რეზონანსი) 15 წლის გიგი ანთაძე, "მზიურში" თავისი ჯიხურის გაქურდვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას მართლაც მოპარეს წვენსაწური, თუმცა ის საკუთარი ხარჯებით უკვე იყიდა და ახლაც, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

    როგორც "პრაიმტაიმთან" საუბარში გიგი ანთაძემ განაცხადა, არ აქვს აზრი ამის გაცხადებას, რადგან ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევა და არავინ დახმარებია.

    გიგი ზუსტ დროს არ აკონკრეტებს, როდის მოხდა ქურდობის შემთხვევა. ის სხვა კომენტარისგანაც თავს იკავებს და მედიასთან კომუნიკაცია არ სურს.

    მზიურში, 15 წლის გიგი ანთაძის სავაჭრო ჯიხურის გაქურდვასთან დაკავშირებით, შსს-მ ფაქტის მოკვლევა დაიწყო.

    "მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება არ სემოსულა, ფაქტის მოკვლევა უკვე დაიიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ", - განუცხადეს "პრაიმტაიმს" უწყებაში.

    მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაცია სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა, რომელიც წერს, რომ ერთ კვირაში გიგისთვის ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ-მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა.

    დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა პროდუქციას ჰყიდდა, ახალი "მზიურის" ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხური 1 აპრილს გაუხსნეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved