სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     (რეზონანსი) ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრმა ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა.

    მათ თავდაპირველად კომისიის უმრავლესობაში "ევროპული საქართველოს" წევრების ყოფნა გააპროტესტა.

    "რეგლამენტის უხეში დარღვევით მოხდა ამ კომისიის დაკომპლექტება.

    ამ კომისიის უმრავლესობა არის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. ესეც აბსოლუტურად შეგნებულად იყო გაკეთებული", - აღნიშნა ადა მარშანიამ.

    მარშანია მიიჩნევს ასევე, რომ კომისიამ გარდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა, სხვა საქმეების უნდა გამოიძიოს.

    "ეს კომისია ვერ ხედავს, რომ სხვა საქმეებითაც უნდა იყოს დაკავებული, შევალთ არლამენტში წინადადებით, რომ სხვა საქმეების გამოსაძიებლადაც შეიქმნას კომისია. ვნახავ, როგორ დაუჭერთ მხარს.

    მე ვერ ვიმუშავებ იქ, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობით ზის. ეს არის "ქართული ოცნების" ბრალი. აბსურდამდე და ცინიზმამდე დავედით.", - განაცხადა ადა მარშანიამ.

    ადა მარშანიას კომისიის თავმჯდომარემ, "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ უპასუხა: "ეს კომისია უკვე შექმნილია და თქვენი მოთხვნები ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. თქვენს მოთხოვნაზე ჩვენი პასუხია არა და თუ თქვენი ნებაა, კომისია დატოვოთ, კარგად ბრძანდებოდეთ", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

    ადა მარშანიამ კომისია დატოვა.

    "კომისიას ვტოვებ, "პატრიოტები" ამ კომისიაში არ იმუშავებენ", - აღნიშნა ადა მარშანიამ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved