სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     გიორგი კვივირკაშვილის გადადგომიდან სულ რაღაც 2 საათში გაჩნდა მოსაზრება, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება. პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით, ეს სარისკო ნაბიჯი იქნება, რადგან მის უკან დიდი კაპიტალია.

    „არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერის თანამდებობაზე. ეს მისი მხრიდან იქნება სარისკო ნაბიჯი იქიდან გამომდინარე, რომ მის უკან დგას ძალიან დიდი კაპიტალი.

    არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრი ძალიან სწრაფად იცვლება. შეიძლება ერთი დღე იყო გმირი და მთელი საზოგადოება ტაშს გიკრავდეს და მერე ვითარება შეიცვალოს და შენ გახდე განტევების ვაცი. ეს მისთვის უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსისთვის. არა მგონია ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯი გადადგას, ვინაიდან ის ძალიან ფრთხილია“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ "აიპრესთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved