სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ თუ არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს პასუხები არ გაეცა, სრულიად ლეგიტიმური იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა. 

    “ქვეყანაში ნელი, მაგრამ სტაბილური წინსვლა შეინიშნება და მთელი რიგი მიმართულებით გვაქვს მხოლოდ დადებითი ძვრები. ეკონომიკურ პარამეტრებში, რა თქმა უნდა, სასურველია უფრო მეტი ზრდა და უფრო მეტი სისწრაფე, მაგრამ ვთვლი, რომ არაფერი მიუთითებს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო პრემიერის გადადგომის მიზეზი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები ჩვენ გვაქვს სამართალიანობის შეგრძნებასთან და რიგ საქმეებზე სასჯელის დადგომის აუცილებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობერიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved