სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი არსებული მინისტრთა კაბინეტიდან უნდა შეირჩეს.

    მისი თქმით, უმრავლესობა დღეს შეიკრიბება და პრემიერის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

    „ჩემი განწყობაა, რომ მინისტრთა კაბინეტიდან იყოს კანდიდატურა. თუმცა, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. არ იქნება სწორი ამ ეტაპზე რიგგარეშე არჩევნები, ოპოზიცია შეიძლება საერთოდ ვერ მოხვდეს პარლამენტში და პროპორციული სისტემა კიდევ გადავადდება", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

    17:00 საათზე „ოცნების" ოფისში სხდოამა გაიმართება, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

    გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved