სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     (რეზონანსი) იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანი შესაძლოა თამარ ჩუგოშვილმა შეცვლოს. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი" ავრცელებს.

    არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველ გუნდში წულუკიანის შემცვლელად სწორედ პარლამენტის ვიცე სპიკერის კანდიდატურას განიხილავენ.

    ამ დრომდე უცნობია ვინ შეინარჩუნებს და ვინ ვერა თანამდებობს ახალ მინისტრთა კაბინეტში, თუმცა პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, ერთ-ერთი, ვისი გვარიც წამსვლელების სიაში განიხილება სწორედ წულუკიანია.

    მმართველი პარტია პრემიერ მინისტრის კანდიდატურაზე დღეს 17:00 საათზე, პარტიის ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

    სავარაუდოდ ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი ახალი პრემიერის და მინისტრების კანდიდატურები.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved