სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     (რეზონანსი) „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის დაასახელებს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

    „ქართული ოცნების" და ივანიშვილის უხერხემლობის შედეგი კიდევ ერთხელ ვიხილეთ. საერთოდ არ არის საინტერესო იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისაც დღეს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაასახელებს. პრობლემა არც კვირკაშვილში იყო, არც გახარიაშია და არც წულუკიანში. პრობლემა თავად ივანიშვილშია და კიდევ ერთხელ ნუ შეეცდება ხალხის მოტყუებას". - ამბობს ბურჯანაძე.

    ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საპროტესტო ტალღა რომელიც დაწყებულია არც შეჩერდება, მანამ სანამ თავგასული ოლიგარქი არ შეეშვება ქვეყანას და ხალხს. ბუნჯანაძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილმა ძალაუფლების დაკარგვის შიში იგრძნო და თავის გადარჩენას სამთავრობო ცვლილების გატარებით ცდილობს.

    „საზოგადოების პროტესტმა, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს ივანიშვილი ისე შეაშინა, გადაწყვიტა მთავრობა შეცვალოს და ამით გადაირჩინოს თავი. თუმცა მას ეს არ გამოუვა, ამ ხალხს უკვე ვერაფერი შეაჩერებს. ამდენ შეურაცხყოფას აღარ მოუთმენს და არ აპატიებს" - დასძინა ბურჯანაძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved