სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2018

     ამ დილით სამხედრო ვერტმფრენი სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან” ავარიულად დაეშვა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ. თელავის საავდმყოფო ინფორმაციას მხოლოდ ორ მათგანზე ავრცელებს ინფორმაციას, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ბორტზე მყოფი ხუთივე პირი და მათი დაზიანებები მძიმეა.

    „შემოყვანილია ორი მოქალაქე, ერთს აღენიშნება მუცლის ტრამვა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა პაციენტი აყვანილია საოპერაციო განყოფილებაში და მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, დაფიქსირდა გულ-მკერდის ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, პაციენტი გადაყვანილი იქნება ინტენსიურ განყოფილებაში“, - აცხადებს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი, ხათუნა ჭონიაშვილი.

    რა გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის ავარიულად დაშვების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved