სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის მონაწილე 36 წლის რუსლან გოგოლაძე ოზურგეთში, ბებიას სახლში ცხოვრობს და ის ბოლო 4 წელია სავარძელს არის მიჯაჭვული, პირველი ჯგუფის შშმ პირს 2016 წელს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს, როგორც თვითონ ამბობს სოციალურმა სამსახურმა დახმარების შეწყვეტის მიზეზად ელექტროენერგიის მაღალი საფასურის ყოველთვიური გადახდა დაასახელა.

    გორის რაიონის სოფელ ზერტში მცხოვრები რუსლან გოგოლაძე, მეოთხე ბრიგადის შემადგენლობაში, როგორც ქვეითი ფეხოსანი, ჯერ ცხინვალის მისადგომებთან, შემდეგ კი ცხინვალში იბრძოდა. ერთ-ერთი ბრძოლისას მან რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო, რის შემდეგადაც მას მომენტალუირი გონების გათიშვა დაეწყო.

    ოზურგეთში, ბებიასთან ყოფნისას, ასეთი გონებრივი გათიშვის შედეგად 4 წლის წინ ის მეორე სართულიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა, სასწრაფო ოპერაცია მას ბათუმში ჩაუტარდა რის შემდეგადაც გადაადგილებას მხოლოდ შშმ პირთათვის განკუთვნილი ეტლით ახერხებს, მას სასწრაფოდ რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება.

    რუსლანი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს. მან ამისათვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა თუმცა ამ უწყებიდან მიღებული ოფიციალური წერილით ირკვევა რომ სახელმწიფოს, ჯარისკაცის სამკურნალოდ აუცილებელი თანხები არ გააჩნია. ახლა ოჯახი 180 ლარიან სახელმნწიფო პენსიის ამარაა, რაც საკვებზეც არ ყოფნით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved