სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სახალხო დამცველის ნინოს ლომჯარიას განცხადებას ეხმიანება:

    "უკვე არ მოსწონთ ტერმინი "ოჯახის უფროსი", რომლის ქვეშ მამაკაცი მოიაზრება. მიაჩნიათ, რომ ეს ტერმინი ოჯახში , თურმე ქალის თანასწორობის პრინციპს არღვევს და დიკრიმინაციულია. მე ქალი ვარ. ამ ეტაპზე პოლიტიკის სფეროში ვმუშაობ. მანამდე ჟურნალისტი ვიყავი. არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ტერმინი "ოჯახის უფროსი" მჩაგრავს ან დისკომფორტს მიქმნის. გადასარევად მესმოდა, რომ ჩვენი ოჯახის უფროსი იყო ჯერ ბაბუა, შემდეგ მამა და ახლა ჩემი მეუღლეა. არც ბაბუა, არც მამაჩემი, არც ჩემი მეუღლე ბოროტად არასდროს სარგებლობდნენ "ოჯახის უფროსის" სტატუსით. პირიქით, ჩვენს ოჯახში ქალს ყოველთვის ჰქონდა და აქვს თავისუფლება, წონა, ღირსება, პროფესიული განვითარების საშუალება. სხვა ქართულ ოჯახებშიც იგივე ხდებოდა და ხდება. მატერიალური შემოსავლით არასდროს განისაზღვრებოდა ოჯახის უფროსის სტატუსი. ეს უფრო პატივისცემის, აღიარების, სიყვარულის, ნდობის გამოხატულებაა, ვიდრე პრეტენზია.

    ტერმინის შეცვლის არანაირი აუცილებლობა არ არის. ესეც ქართველი მამაკაცის დაკნინების მცდელობაა, რასაც ბოლო წლებში მიზანმიმართული კამპანიის სახე მიეცა. ამ ფონზე, რაც მეტი აქტიური ქალბატონი აღიმაღლებს ხმას და დაიცავს მისი მეუღლის სტატუსს, ცუდი არ იქნება.

    ესენი მალე კანონპროექტს შემოგვთავაზებენ მამაკაცმა იმშობიაროს, ქალს დრო არა აქვს და იზღუდება მისი უფლებაო. წადით, გენაცვალე, გადასახლდით სხვა კუნძულზე და იქ დადგით თქვენი ექსპერიმენტები. ჩვენ მოგვწონს ის, რაც გვაქვს! არ წაიღეს ტვინი? ასეთი რა ბავშვობა გაიარეთ, სად და როგორ იზრდებოდით, რომ ყველაფერი ჩვენი, ტრადიციული, ზნეობრივი გეზიზღებათ", - წერს ირმა ინაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved