სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     (რეზონანსი) განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საჯარო და კერძო სკოლებში სულ 50 014 პირველკლასელია დარეგისტრირებული, მათგან საჯარო სკოლებში 49 432, ხოლო კერძოში 5 892 პირველკლასელი.

    სამინისტროს ცნობით, მონაცემები შესაძლოა მცირედით შეიცვალოს.

    პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყო და სამ ეტაპად მიმდინარეობს.

    2018-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. აღმოჩნდა, რომ წელსაც ამ მოთხოვნის გამო სკოლის გარეთ დაახლოებით 13 862 ბავშვი დარჩა.

    2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved