სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.08.2018

     "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერას დაჰპირდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას მმართველი პარტიის მხარდაჭერა გარანტირებული აქვს.

    "სალომე ზურაბიშვილისთვის ასეთი პირობა „ქართულ ოცნებში“ გაცემულია - ისინი დაუჭერენ ზურაბიშვილს მხარს. თუკი თვის ბოლომდე გაჩნდა რაიმე რისკი, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობის შემთხვევაში ან მეორე ტური შედგეს ან უარესი - რაღაცა საფრთხე გაჩნდეს იმისა, რომ არჩევნები შესაძლოა იქნეს წაგებული, ამ შემთხვევაში ისინი ამას გადაათამაშებენ, რადგან ეს არის პირობა და არა გარანტია", - აცხადებს "რეზონანსთან" ხუხაშვილი.

    მისივე შეფასებით, "ოცნებამ", პრაქტიკულად, "გამოსაცდელი ვადა" მისცა ზურაბიშვილს და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დააკვირდება, თუ რა მოვლენები განვითარდება მის გარშემო.

    "რა მოცემულობა დაჯდება ამ ორი კვირის განმავლობაში, ეს თვითონ სალომე ზურაბიშვილზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაივლის ამ ორ კვირას და აგრეთვე, დამოკიდებულია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო რა შეფასებას მისცემს სალომე ზურაბიშვილის მდგომარეობას", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved