სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2018

     (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოს თვეში 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

    უფრო კონკრეტულად კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის და სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადახლოს" მიმდებარე ტერიტორიებზე ირანის 4 მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. პოლიციამ მათგან 290 შეკვრად დაფასოებული 939 გრამი ჰეროინი ამოიღო.

    თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებული, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 21 გრამი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების 105 აბი.

    ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 9 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აჭარაში ორი პირია დაკავებული. მათ პირადი ჩხრეკისას, 232 აბი „სუბოქსინი", 8 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

    ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირია დაკავებული ბათუმში. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 180 აბი მეტადონის მარილის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved