სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2018

     ავტომობილის და ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება და გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს და ადმინისტრაციული წესით დასჯადი აღარ იქნება, რასაც მოქმედი კანონი ითვალისწინებს. 

    ამასთან, “სისხლის სამართალის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, კანაფისა და მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

    "აიპიენის" სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული არამხოლოდ არასრულწლოვნის, არამედ 21 წლამდე ასაკის პირის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიებისათვის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved