სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2018

     (რეზონანსი) რუსეთის პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ბართლომეს ღვთისმსახურების დროს აღარ მოიხსენიებს. ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

    ამავე დროს, რუსეთის საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოსთან კანონიკურ კავშირს არ წყვეტს.

    „კონსტანტინოპოლის პატრიარქის ლოცვებში მოხსენიების შეწყვეტა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის იერარქებთან თანამსახურების შეწყვეტა ევქარისტიული კავშირის სრულ შეწყვეტას არ ნიშნავს", - განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა, ილარიონმა.

    „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ანტიკანონიკური საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, მთლიანად გავწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. ამ გაყოფის ტრაგიკულ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად კონსტანტინოპოლის პატრიარქს ბართლომეს და მის მხარდამჭერ ეპისკოპოსებს", - ნათქვამია სინოდის სხდომაზე მიღებულ განცხადებაში.

    რუსეთის საპატრიარქომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კიევში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების ფარგლებში, საკუთარი წარმომადგენლები გაგზავნა.

     

     

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სიმართლე   (15.09.2018)
    ოოო!!დაღუპულა აბა მსოფლიო,თუ კკბ-შნიკმა კირელემ მსოფლიო პატრიაქი აღარ მოიხსენია!!ეს რა სანიუსიო ამბავია???


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved