სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.10.2018

     (რეზონანსი) საბერძნეთში 22 წლის ქართველი ემიგრანტი სოფო წიკლაური გარდაცვლილი იპოვეს, მას ერთი თვის შვილი დარჩა, რომელიც ამ დროისთვის ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას "diaspora.ge" ავრცელებს.

    "დეტალები უცნობია, რა მოხდა და რატომ მოკლეს 22 წლის სოფი წიკლაური. ის მარტო ცხოვრობდა საკუთარ შვილთან ერთად. მისი შვილი ერთი თვის ჩვილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. სოფის ჰყავს მეუღლე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, პატიმარია. რამდენადაც ვიცი, ათენში ცხოვრობს სოფის დედაც, მას მეორე ოჯახი აქვს, ბერძენი მეუღლე ჰყავს. სხვა დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. როგორც მეუბნებიან, სოფის ძალიან უჭირდა და დახმარებას საჭიროებდა. ძალიან სამწუხარო და შემზარავი ამბავი მოხდა", - განაცხადა ათენიდან ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტმა დარეჯან ღამბაშიძემ.

    მოკლული 22 წლის სოფი წიკლაური 5 წელი საბერძნეთში ცხოვრობდა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved