რეზონანსი
09.11.2018

 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის მოსახლეობა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს , სავარაუდოდ, საკუთარი დენდროლოგიური პარკისთვის, მინდვრის საფარი მიაქვს, რაც სოფელსა და რიონის პირას მცხოვრებ მესაქონლეებს საძოვრის გარეშე ტოვებს. ჩიბათში იმასაც ამბობენ, რომ მოსახლეობას პროტესტის ღიად დაფიქსირების ეშინია.

„აქ მყოფმა მეჯოგეებმა გამოიძახეს 112, რომლის მოსვლის შემდეგ ხალხს უთხრეს, რომ აზრი არ აქვს, ამას მაინც გააკეთებენ, რადგან პირდაპირი დავალება არის ბიძინა ივანიშვილიდან, რომ ეს ბუნებრივი საფარი  ამოიღონ ჩიბათის ტერიტორიაზე. ვერ გეტყვით, თავის დენდროლოგიური პარკის კეთილმოწყობისთვის სჭირდება თუ სხვა მიზნისთვის“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძის ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის წევრმა, ლელა ჩახვაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×