სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2018

     (რეზონანსი) ერთგვარი აკვიატებაა, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი, როდესაც პირველი ტურის წინა მთელი რესურსი იყო „ქართული ოცნების" ხელისუფლების, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

    მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას" თავი გამოაყენებინა.

    „ეს არის ერთგვარი აკვიატება, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი, როდესაც პირველი ტურის წინაც მთელი რესურსი იყო „ქართული ოცნების" ხელისუფლების და მეორე ტურის დროს გადადგეს სალომე გვერდით და გამოჩნდა ბიძინა, ალიბაბა და ოთხი ყაჩაღი. ამ ვითარებაში სალომე არ არის მთავარი ადრესატი. სალომე თანამონაწილეა, მან თავი გამოაყენებინა, პასუხისმგებელი ისიც არის, მაგრამ სხვები უფრო არიან. საქართველოში ხელისუფლება როდესაც მოდის და პირველ ხანებში მას აქვს რეიტინგი, ის არ აყალბებს აჩევნებს, მაგრამ როგორც კი მას პრობლემები ექმნება, ის იწყებს არჩევნების გაყალბებას, წნეხს და ა.შ.",- განაცხადა ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved