სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2018

     (რეზონანსი) გორში, კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს.

    ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად მივიდა არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი, რომელიც ტერიტორიას ათვალიერებს და სამართალდამცველებთან კონსულტაციებს გადის.

    როგორც ვახტანგ ლიჩელმა პირველ არხს განუცხადა, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რას უკავშირდება მისი ტერიტორიაზე მისვლა და რა საკითხზე გადიან სამართალდამცველები მასთან კონსულტაციას.

    როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს, რომ ამოღებული ფრაგმენტები ადამიანის ძვლის არის.

    გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

    შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ იაგო ნებიერიძის მიერ პოლიციისთვის მიცემული ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

    ნებიერიძე გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved