სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2018

     საფონდო ბირჟებზე „ფეისბუკის" აქციების მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება. ამ მომენტისათვის კომპანიის აქციები უკვე 2.5%-ითგაიაფდა, რაც კომპანიის ღირებულების 9.5 მლრდ დოლარით შემცირებას ნიშნავს.

    ასეთი კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებული ცნობები გახდა, რომლის თანახმადაც „ფეისბუკი" თავისი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას ყიდდა. უფრო კონკრეტულად კი რამდენიმე ამერიკულმა გამოცემამ „ფეისბუკის" ტოპ-მენეჯერების, მათ შორის კომპანიის მფლობელ მარკ ცუკერბერგის მიმოწერა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ამ სოციალური ქსელი ხელმძღვანელობა მზად იყო შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ გარკვეული კომპანიებისათვის თავისი მომხმარებლების პროფილებსა და პირად ინფორმაციაზე წვდომის უფლება მიეცა.

    თავად ცუკერბერგი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოვს და აცხადებს, რომ მედიაში მოყვანილი მიმოწერის ფრაგმენტები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved