სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2018

     (რეზონანსი) ალეკო ელისაშვილმა დღეს „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" პრეზენტაცია გამართა. საკრებულოს ყოფილი წევრის განცხადებით, აუცილებელია, ყველა ადამიანმა გააცნობიეროს, რომ არსებული პრობლემები მხოლოდ მათი ძალისხმევით შეიძლება მოგვარდეს.

    ელისაშვილი ამბობს,რომ მოძრაობის წევრთა რიგებში მიიღებს ყველა მსურველს, ვინც მხოლოდ ორ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს: პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება.

    „ვეძებთ ადამიანი უნდა იყოს კვალიფიციური და პროფესიონალი თავსი საქმის და მეორე ჩვენ ვეძებთ ჩვენს გარშემო კეთილსინდისიერ ადამიანებს. ეს ორად ორი კრიტერიუმია აუცილებელი.

    მგონი ყველამ გავიაზრეთ,რომ მესიები არ არსებობენ, არ არსებობენ კეთილი მდიდარი ადამიანები ,რომლებიც ჩვენს მაგივრად მოაგვარებენ ჩვენს პრობლემებს," - განაცხადა ელისაშვილმა.

     

    რუსთავი 2

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved