სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.01.2019

     (რეზონანსი) დ.ღ. პირველი კლასიდან დათო სარალიძის მეგობარი, მისი ახლობელი, თითქმის ოჯახის წევრი იყო. სამარცხვინო პროკურატურა გვყავს, რომელმაც ამ ბავშვის დაკავებით სიბინძურე ჩაიდინა, - ამის შესახებ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა განაცხადა.

    როგორც ის განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი უდანაშაულოა და ამას სასამართლოში დაკითხული ყველა მოწმის ჩვენება ადასტურებს.

    "ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სასამართლო დ.ღ.-ს დღემდე ამყოფებდა პატიმრობაში, არასრულწლოვან მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტი იყო. ასევე, 19 იანვარს საპატიმრო ვადა ეწურებოდა. საათზე მეტხანს იყო მოსამართლე სათათბიროდ გასული. ჩემი ვარაუდით, შესაძლებელია, ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო.

    დ.ღ. დათო სარალიძის მეგობარი პირველი კლასიდან, მისი ახლობელი, თითქმის ოჯახის წევრი იყო. სამარცხვინო პროკურატურა გვყავს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დ.ღ.-მ არ მისცა ჩვენება, თითქოს, მეგობრის მკვლელს დააფარა ხელი. ეს სიბინძურე გააკეთა პროკურატურამ და ხელისუფლებამ ამ ბავშვის დაკავებით. არც სახელმწიფოს და არც პროკურატურას სურს ამ საქმეზე სიმართლე რომ დადგინდეს", - აცხადება სიხუაშვილი.

    არასრულწლოვანი დ.ღ. დღეს სხდომათა დარბაზიდან 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ექსვთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved