სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.01.2019

     (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემამდე პრეზიდენტობის სამ კვირაში გაკეთებულ საქმეებზე ისაუბრა.

    როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის ნელ-ნელა ეჩვევა ორბელიანის სასახლეს. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაწყებულია რეორგანიზაცია და თავად დაკავებულია გუნდის დაკომპლექტებით. მისივე თქმით, ამ სამი კვირის განმავლობაში დაიწყო რეგიონებში გასვლა.

    „პირველი გასვლა იყო სამეგრელოში, ასევე ვიყავით ენგურის ხიდზე, რაც ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი იყო. რუხის საავადმყოფო დავათვალიერეთ, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ჯერ კიდევ არაა ამოქმედებული", - ამბობს ზურაბიშვილი

    ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის ფონდში დარჩენილი თანხა საახალწლო ღონისძიებებისთვის და სხვადასხვა საჭიროებებისთვის გამოიყენეს.

    „ერთია, გამოვეცით რამდენიმე წიგნი - შშმ მიმოზა ცანავას ერთტომეული, გურამ დოჩანაშვილის წიგნის მესამე ტომი. ასევე ჟურნალი „ხიდი", რომელიც არის ოკუპირებული ტერიტორიების და აფხაზ ძმებთან ნდობის აღდგენისთვის. 6 თვის გამოცემა დავაფინანსეთ. ასევე, ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის შევისყიდეთ კლარნეტი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, მაგრამ მფლობელობაში დროებით გადაეცემა ამ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელსაც ეს სჭირდება. გადაცემის ცერემონიაზე მოვიწვევთ და ვუსურვებთ დიდ წარმატებას. ასევე ხელი მოვაწერე რამდენიმე კანონს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved