სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.01.2019

     დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია უცხოელი მუშა ხელისთვის ვიზების გაცემის პროგრამის ცვლილებას გეგმავს. პრეზიდენტმა საკუთარ ტვიტერზე განაცხადა, რომ H1-B სახის ვიზის მეშვეობით გაცილებით მარტივი გახდება მოქალაქეობის მიღება.

    მისი თქმით, ეს ერთ-ერთი გზაა იმისთვის, რომ აღკვეთოს არალეგალური შესვლა აშშ-ის საზღვრებში, რის გამოც ამჟამად კონგრესთან  ცხარე კამათი უწევს.

    „H1-B ვიზის მქონე ადამიანებისთვის სიახლეების დანერგვა იგეგმება; თქვენთვის გაცილებით გამარტივდება აშშ-ში დარჩენა და მოქალაქეობის მიღების შანსიც გაიზრდება. ჩვენ გვსურს, მონდომებულ, ნიჭიერ და მაღალკვალიფიციურ ადამიანებს შევთავაზოთ შესაბამისი პირობები ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ტრამპმა.

    ინფორმაციისთვის: H1-B ვიზის პროგრამა ამერიკულ კომპანიებს რთავს ნებას, დაიქირავონ უცხო ქვეყნის მოქალაქეები წინასწარ განსაზღვრულ პოზიციებზე. ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს განაცხადა, რომ პროგრამას გადახედავდნენ, თუმცა დღემდე სხვა დეტალები ცნობილი არ იყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved