სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.01.2019

     "ნიუპოსტისთვის" ცნობილი ხდება, რომ გვიან ღამით ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ვანის მუნიციპალიტეტში. ინციდენტი სამართალდამცავი უწყებების მაღალჩინოსნებს შორის ერთ-ერთი რესტoრანში, სუფრასთან დაიწყო, სადაც, ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ კობა დვალიშვილმა პროკურორი და მასთან ერთად მყოფი პირი ცემა. სუფრასთან ასევე იმყოფებოდნენ ვანის პოლიციის უფროსი სერგო ადეიშვილი და სამტრედიის მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ კეზევაძე.

    ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან სუს-ის და სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი პირები.

    "ნიუპოსტი" ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved