რეზონანსი
12.01.2019

 (რეზონანსი) "შაკიკი მაქვს საკმაოდ რთულ ფორმებში და ძალიან ცუდად ვარ ხოლმე. ამ დროს პატარა ბავშვივით მეფერებოდა, სადილს მიმზადებდა და სულ ცდილობდა, ესიამოვნებინა ჩემთვის", - ამის შესახებ განცხადებას მსახიობ ზაზა ბეჟაშვილი მეოღე თამარ ორაგველიძე აკეთებს.

როგორც ორაგველიძე ამბობს, ბეჟაშვილი "ეკრანზე რომ ჩანდა, ისეთი მხიარული არ იყო ცხოვრებაში, ბევრად სერიოზული გახლდათ".

"იუმორით იყო სავსე და ჩემშიც ეს მოსწონდა. მეუბნებოდა, კარგი იუმორი გაქვს და შენთან თავს კარგად ვგრძნობო. შეგვეძლო, საათობით გველაპარაკა. ძალიან კარგი მოსაუბრე და ძალიან განათლებული ბიჭი იყო. იუმორს არასოდეს კარგავდა, მაგრამ ეკრანზე რომ ჩანდა, ისეთი მხიარული არ იყო ცხოვრებაში, ბევრად სერიოზული გახლდათ. პასუხისმგებლობის ძალიან დიდი გრძნობა ჰქონდა. პირად ურთიერთობაში, სახლში სულ სხვა ზაზა იყო, ვიდრე გარეთ და ეკრანზე ჩანდა. თუ რამეს ვაკეთებდი, მომეხმარებოდა. მივლიდა, თუ ცუდად ვიყავი", - აცხადებს ორაგველიძე "სარკესთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×