სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.01.2019

     მოსამართლეთა 10-კაციანი სიიდან, ყველაზე დიდი პროტესტი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის დასახელებას მოჰყვა, რომელიც 10 წლის განმავლობაში (2007-2017 წ.წ)  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2017 წლის 11 მაისს კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიხეილ ჩინჩალაძე უვადო მოსამართლედ აირჩია.

    „აიპრესთან“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს იურისტი ოლიკო შერმადინი, რომელიც მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობს, ამბობს:

    "მას აქვს ძალიან ახლო კავშირები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მიხეილ ჩინჩალაძე არის ვანო ზარდიაშვილი (უმრავლესობის წევრი) მეჯვარე და ძალიან ახლო მეგობარი, ასევე, ირაკლი კობახიძის კურსელი და აკავშირებთ ძალიან ახლო მეგობრობა.

    ვიცით, რომ ვანო ზარდიაშვილი 2012 წლამდე იყო სასამართლო სისტემაში, საქალაქო სასამართლოს აპარატს ხელმძღვანელობდა. ეს ერთი სისტემა იყო 2012 წლამდე. თავად მიხეილ ჩინჩალაძეზე არცერთი გახმაურებული საქმე არ მოიძებნება.

    „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვის დროს შვებულებაში იყო გასული, ვერ იპოვით გახმაურებულ საქმეს, რადგან ჩინჩალაძეს ფიზიკურად საქმე არ განუხილავს, თუმცა ყველა იმაზე საუბრობს, რომ ეს არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ხაზზეა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მისი სიტყვაა გადამწყვეტი.

    ჩინჩალაძე ყოველთვიურად იღებს სააპელაციო მოსამართლის ხელფასს 6000 ლარს, ასევე თავმჯდომარეობის განკუთვნილ დანამატს . საერთოდ ჯამში ეს თანხა წლის განმავლობაში გამოდის ძალიან მაღალი, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მოსამართლის ფუნქციას არ ასრულებს. საქმეებს არ განიხილავს რეალურად".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გალელი   (13.01.2019)
    ვაა რაში იღებს ხელფასს? უსაქმურობისთვის თუ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved