სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.01.2019

     მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ ქვეყანაში და მის ირგვლივ არსებულ სოციალურ ფონზე ისაუბრა. მისი თქმით, ირგვლივ ბევრი დაზარალდა როგორც გონებრივად და სულიერად, ისე ფიზიკურად:

    შეიძლება ბომჟი არა, მაგრამ ღარიბი ვარ, აბა, რა ვარ? საშინელი მდგო­მარეობა მაქვს. რუსებთან გზა გადაკეტ­ილი მაქვს, არასასურველი ვყოფილვარ, მაგრამ ჩვენთანაც არ ხდება არაფერი, რომ გამოიმუშაო, არადა, ამხელა ოჯახი, წამლები, დასვენება... ეს ყველაფერი რთულია.­ ბინები აღარ მაქვს, რაც მქონდა, გავყიდე და ერთ დიდ ბინაში რამდენიმე ოჯახი ვცხოვრობთ. ჯერჯერობით არ ვჭამთ ერთმანეთს, მაგრამ... გიორგის სამუშაო ჰქონდა, ეგონა, ყოველთვის ექნებოდა, ისიც დეპრესიულ მდგომარეობაშია, აქეთ ლენუკას არა აქვს სამსახური.

    მგონია, ნელ-ნელა სიტუაცია გამოსწორდება, ამისთვის პირველ რიგში, გოიმურად, მოკლედ და უბრალოდ რომ ვთქვა, მდიდრები უნდა დაეხმარონ ღარიბებს. ამის სურვილი და მოლოდინი მაქვს.

    ბანკები, ეს ონლაინკაზინოები, ვისაც როგორ შეუძლია, ისე გვჭამს. ბევრი დაზარალებულია გინდა გონებრივად, გინდა სულიერად, გინდა ფიზიკურად. ბავშვები კი მოდიან კარგები, მაგრამ აბნეულ-დაბნეულ სიტუაციაში არიან. ვიღაცა მოტვინავს, როგორ მოიქცეს, ვიღაც კი შეიძლება აჰყვეს რაღაც სისულელეს და აზარტული თამაშებით თავი დაიღუპოს. მე არ გამომიცდია, მაგრამ ამბობენ, რომ არაყსა და ნარკოტიკზე უარესიაო" - აღნიშნა "კვირის პალიტრასთან" ყიფშიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ბაჩო   (26.01.2019)
    იძახეთ ეხლა 48 შენ და შენმა გიორგიმ და იქნებ შეგიცოდოდ ბიძომ

    status quo   (24.01.2019)
    ნაშოვნ ფულს გადანახვა სჭირდება,ჩემო ზურიკო.ბევრი ფული გაქვს ნაშოვნი,მაგრამ ყველას ხარჯავ,ჩემო კარგო.შვილებმაც შენგან ისწავლეს ფლანგვა.რამდენიმე წლის წინ შენმა ბიჭმა 5,0 ძრავიანი მერსედესი რომ იყიდა და მერე ბენზინს ვერ ასხამდა,გახსოვს? მაგაზე ნაკლები ბიჭი ვარ, 2,0 ძრავიანი მანქანით რომ დავიარები?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved