სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

     (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად დაეთანხმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას 2025 წლამდე - ეს განცხადება, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

    ჭიჭინაძე ამბობს, რომ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს 9 დეპუტატზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. მისი თქმით, კანონპროექტი კიდევ ერთი წყალგამყოფი იქნება "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

    „ვფიქრობ 9-ზე მეტი დეპუტატი იქნებოდა, უბრალოდ ტექნიკურად ვერ ესწრებოდა. ამიტომ ცხრით არ შემოიფარგლება, დიდი რაოდენობა მხარდამჭერები ჰყავს და ამიტომ კანონით უნდა შეჩერდეს. მორატორიუმი სიტყვიერად არ ხდება. იმ კანონის შედეგად შემდეგ უნდა მშვიდად , წყნარად გაიწეროს ის პირობები, რომლითაც შემდეგ მოხდება შერჩევა მოსამართლეების.

    აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი კანონია და ერთ-ერთი წყალგამყოფი იქნება კიდევ მხარდამჭერებსა და არამხარდამჭერებს შორის.

    როგორც მე ვიცი უმრავლესობის შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად დაეთანხმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას 2025 წლამდე და კანონის იქნა დავალებული რომ შეიმუშაონ და ეს კანონიც შესთავაზეს,"-განაცხადა ჭიჭინაძემ.

     

    პირველი რადიო

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved