სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

    კასპის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სადგურის დასახლებაში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. უკვე დამწვარია 70 კვ/მ ფართი. იქიდან გამომდინარე, რომ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი საერთო საცხოვრებელია, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, როგორც საგანგებოში ამბობენ, მეხანძრეებმა დროულად მოახერხეს ცეცხლის ლოკალიზება. 

    "ნიუპოსტის" ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია გორის რამდენიმე სახანძრო ბრიგადაც. ამ წუთებში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved