სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.02.2019

     მსოფლიოში ცნობილი ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ სტანდარტული ფორმატითა და ახალი კითხვებით პირველ არხზე ბრუნდება. შოუ სამწლიანი პაუზის შემდეგ სატელევიზიო სეზონს სულ მალე დაიწყებს და მისი უხილავი წამყვანი ტრადიციულად კვლავ გიორგი მოსიძე იქნება.

    როგორც მოსიძე ამბობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და გადაცემა ეთერში მიმდინარე წლის მაისიდან გავა.

    „დიდი პაუზა გამოგვივიდა და წელს ექსპერიმენტებს ვერიდებით, რადგან გვინდა ჯერ ძველი რეიტინგი დავიბრუნოთ. ამიტომაც ძველი და კარგად ნაცნობი გუნდებით დავიწყებთ. შემდეგ ვეცდებით სიახლეებიც შემოვიტანოთ“, - ამბობს გიორგი მოსიძე.

    შეგახსენებთ, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადმოინაცვლა პოპულარულმა მუსიკალურმა მეგა-შოუებმაც. ამ ეტაპზე პირველი არხის ეთერში მუსიკალური კონკურსი „საქართველოს ვარსკლავი“ მიმდინარეობს, რომლის გამარჯვებულიც ევროვიზიაზე წელს საქართველოს სახელით გამოვა. სავარაუდოდ შემოდგომაზე საზოგადოებრივ არხზე გავა „ნიჭიერიც“.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×