სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.02.2019

     (რეზონანსი) ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან 9 წელი შესრულდა. 21 წლის სპორტსმენი კანადაში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს ვარჯიშისას დაიღუპა. შემთხვევა ვანკუვერში მოხდა.

    ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგით ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა.

    ახალგაზრდა სპორტსმენი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved