სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.03.2019

     (რეზონანსი) ვინ არის გოგონა რომელიც გუშინ რუსთავში მომხდარი უბედური შემთხვევის ერთადერთი მოწმეა.

    ლიზა ვადაჭკორიას მეგობარი 14 წლის მ.გ.-ა რუსთავში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის ერთადერთი მოწმე 14 წლის მ.გ. აღმოჩნდა.

    „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ის უკვე გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და ახლა პოლიციაში დაკითხვაზეა.

    მ.გ. 13 წლის ლიზი ვადაჭკორიას მეგობარია. გოგოები ერთ უბანში, დავით გარეჯის ქუჩაზე ცხოვრობდნენ და ერთადვე აღმოჩნდნენ ქალაქის მეორე ბოლოს ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე, სადაც, სავარაუდოდ, სელფის გადაღების დროს ლიზის ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა.

    ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ გოგონა ძალიან შეშინებულია.

    „მ.გ-მ მომიყვა რატო იყვნენ შემთხვევის ადგილზე. ამბობს რომ ფოტოებს იღებდნენ და იქ სხვა არავინ იყო. ამ ყველაფერს გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს", - ამბობს მეზობელი "პრაიმტაიმთან".

    13 წლის ლიზი ვადაჭკორია გუშინ რუსთავში კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved