სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.03.2019

     ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო. აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე უნდა გაიარონ. 

    1. ცვლილებები ოთხი გამოცდის ტესტში:

    ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდა - ტესტში იქნება მხოლოდ 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (16 ქულა) , არგუმენტირებული ესე (24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (30 ქულა). ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15 ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება.

    ​უცხო ენების გამოცდა

    ​ტესტიდან ამოღებულია არჩევითპასუხებიანი დავალება. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80. საგამოცდო დრო 2 საათი და 30 წუთი იქნება. 

    გეოგრაფიის გამოცდა

    ტესტში გაიზრდება ე. წ. ღია დავალებები; შემცირდება ე. წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4 ქულიანი ღია დავალებების ბლოკი; ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60. 

    2. 2019 წლის 3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს.

    3. აბიტურიენტს 2019 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა. 

    4. გამოცდები 2019 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება.

    5. ცენტრი თითოეულ აბიტურიენტს უზრუნველყოფს შესაბამისი გელიანი (ტუშის) კალმით, თუმცა აბიტურიენტს, სურვილის შემთხვევაში, გამოცდაზე საკუთარი შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალმის შეტანა შეეძლება. 

    6. საგამოცდო ცენტრების სპეციფიკიდან გამომდინარე, ცენტრი იტოვებს უფლებას, აბიტურიენტი გაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში.

    7. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში პროგრამის დამატება ან წაშლა შესაძლებელია აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით. 

    8. მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან ამობეჭდავენ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების  გარეშე.

    9. აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება თუ მან: დაწერა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება; არ აქვს/ვერ მოიპოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი; 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით არ წარადგინა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია 2011 წლამდე. 

    10. 2019 წლიდან ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევისას, ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაშიც აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას. სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა აბიტურიენტზეც, რომელმაც წინა წლებში მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება და სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და არ გამოიყენა სახელმწიფო სასწავლო გრანტი.  

    12. აბიტურიენტი, რომელსაც მიაჩნია, რომ გამოცდის მიმდინარეობისას მის მიმართ დაირღვა დადგენილი წესები ან ტესტირების პროცედურები, ასეთ შემთხვევაში, აბიტურიენტმა გამოცდის დღის 21:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართოს იმ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას, სადაც გამოცდა ჩააბარა. 

    13. რეგისტრაცია იწყება გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება. 

    14. გამოცდაზე აკრძალულია: ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლის, პირადი ჰიგიენის ნივთებისა და გელიანი კალმისა. 

    15. აბიტურიენტი გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე იხსნება: ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. „შპარგალკის“, მობილური ტელეფონის, ე. წ. ტაბლეტის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენისას;  წესრიგის უხეში დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში; ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში. 

    16. ნაშრომი არ გასწორდება, თუ: პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია; აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს. პასუხების ფურცელს დააწერს  პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე ინფორმაციას ან გრაფიკულ გამოსახულებას. 

    17. გამოცდების დროს არ შეიძლება: პასუხების ფურცლის გაკეცვა; შტრიხკოდის დაზიანება; გადალაპარაკება; დახმარების მცდელობა ან მიღება;

    18. საკონკურსო ქულის, გამოანგარიშება ხდება შემდეგნაირად: თითოეული გამოცდის სკალირებული ქულა გამრავლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებზე და შედეგები შეჯამდება. 

    წყარო: "პრაიმტაიმი" აბიტურიენთა ცნობარი 2019-ზე დაყრდნობით

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×