სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.03.2019

     შვეიცარიაში, სახლის გასაქურდად შესულ ქართველებს ჩაეძინათ და ისინი პოლიციამ გამოღვიძების შემდეგ დააკავა. ინციდენტი ქალაქ პიან სან ჯაკომოში მოხდა.

    როგორც შვეიცარიული მედია წერს, მეზობლებმა ღამით საეჭვო პირები შეამჩნიეს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში შესვლას ცდილობდნენ. მათ ამის შესახებ მეპატრონეს შეატყობინეს.

    დილით ადგილზე მისულმა შვეიცარიელმა სახლში ორი მძინარე ქურდი ნახა. ისინი გაქცევას შეეცადნენ, თუმცა პოლიციამ მათი დაკავება შეძლო.

    გამოძიების ცნობით, საქართველოს 19 და 26 წლის მოქალაქეებს ბრალი რამდენიმე სახლის გაქურდვაში წაუყენეს. გამოძიება გრძელდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×