სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.03.2019

     (რეზონანსი) ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია ადასტურებს, რომ მას მმართველი პარტია მერობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს. შენგელიას ინფორმაციით საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი პარტია მომავალი კვირის დასაწყისში მიიღებს.

    "საუბარი რომ არის ამაზე, ნამდვილად ვადასტურებ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და საბოლოოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი", - აცხადებს შენგელია.

    შენგელია ამჟამად ვიცე-მერის მოვალეობას ასრულებს. ის ამ თანამდებობაზე ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას დაკავების შემდეგ დაინიშნა.გავრცელებული ინფორმაციით მის კანდიდატურას ზუგდიდის მერობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ლობირებს. გიორგი შენგელია საჯარო სამსახურში საბანკო სექტორიდან მოვიდა.

    რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში მაისში გაიმართება.

    იმ შემთხვევაში თუ შენგელია "ქართული ოცნების" კანდიდატად დასახელდა, გაერთიანებული ოპოზიციიდან მას კონკურენციას სანდრა რულოვსი გაუწევს.

    (პრაიმტაიმი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გალელი   (23.03.2019)
    ღირსეული კანდიდატია


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×