სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     (რეზონანსი) ზუგდიდში მცხოვრებმა სერგო ყურაშვილმა და მისმა შვილმა მამუკამ, სენაკის რაიონში მდინარე ტეხურაზე 60 კილოგრამამდე ლოქო დაიჭირეს.

    „ორი დღეა მე და მამა ღამის თევით ვართ. მე დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით ვთევზაობდით. ადრეც დაგვიჭერია ლოქო ასე 30 კილოგრამამდე, მაგრამ ახლა რეკორდი ნამდვილად მოვხსენით. მე და მამა მხოლოდ ანკესით ვთევზაობთ. მეორეს თუ დავიჭირეთ კიდევ, გავუშვებთ", - ამბობს ყურაშვილი.

    ლოქოს სიგრძე 1 მეტრი და 80 სანტიმეტრია. მამუკა ყურაშვილის თქმით, მდინარე ტეხურის ახალსოფლის ტერიტორიაზე დიდი ზომის თევზები ბინადრობენ.

    მამუკა ყურაშვილმა ისიც გვითხრა, რომ ამ ტერიტორიაზე ხშირად თევზაობენ.

    გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში „პრაიმტაიმს" განუცხადეს, რომ მთელი წლის განმავლობაში სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა ანკესით დაშვებულია და ლოქოს ტიპის თევზის დაჭერა აკრძალული არ არის.

     

     

    "პრაიმტაიმი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved