სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     (რეზონანსი) ტაქსის მძღოლები მორიგ ფართომასშტაბიან აქციას 18 აპრილს ჩაატარებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია- ორი წლით გადაიდოს ის რეგულაციები, რომელიც ტაქსის თეთრ ფერში გადაღებას გულისხმობს.

    აქციის მონაწილეები რეგიონში დასაქმებულ ტაქსის მძღოლებსაც მოუწოდებენ, რომ 18 აპრილს, თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

    ვაგზლის მოედანზე შეკრებილ მძღოლებს დღეს „ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მათ იურიდიულ დახმარებას დაჰპირდნენ.

    „თუ თბილისში გაუვიდათ ეს მავნე რეგულაციები, შემდგომ რეგიონებში გაავრცელებენ ამ ყოველივეს, რაც გამოიწვევს ათი ათასობით ჩვენი მოქალაქის უმუშევრად დატოვებას, უსახსროდ, უფულოდ, უსასოოდ და ესენი იქნებიან განწირულები. ამიტომ, მოთხოვნა არის სრულიად სამართლიანი, გადაიდოს ყოველგვარი რეგულაცია ტაქსებზე და სანამ არ იქნება დაკმაყოფილებული ეს მოთხოვნები, მანამდე გაგრძელდება მჯდომარე პერმანენტული აქციები. ჩვენ ვიწყებთ საინფორმაციო შეხვედრებს მთელი თბილისის მასშტაბით და დარწმუნებული ვარ ათი ათასობით ადამიანი შემოუერთდება ამ კანონიერ მოთხოვნებს,"- განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავამ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved