სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     (რეზონანსი) სენაკის ცენტრიდან TBC ბანკის გადახდის აპარატი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, რაიონულ სასამართლოსა და პროკურატურის შენობებიდან რამდენიმე მეტრში მოხდა. შსს-ს ცნობით, წაღებულია დაახლოებით 8 ათას ლარამდე.

    მოპარული ბანკომატი პროკურატურის გვერდით მდებარე ეზოში შეიტანეს, დაამსხვრიეს და იქვე დატოვეს.

    ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

    როგორც „პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დრომდე დაკავებული არავინ არის.

     

     

    "პრაიმტაიმი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved