სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.04.2019

     პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ყველაფერი განადგურდება. ამჟამად ერთადერთი კითხვაა გადარჩება თუ არა, მთავარი საცავი და მთავარი რელიქვიები, რომლებიც ტაძარში ინახება – იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინისა და ჯვრის ნაწილების ბედი ჯერ უცნობია.

    საუბარია იმ ჯვრის ნაწილზე, რომელზეც იესო გააკრეს და გვირგვინზე, რომელიც გოლგოთას გზაზე ეკეთა და საუკუნეებია, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახება ეს რელიქვიები ბიზანტიის იმპერიიდან 1238 წელს წამოიღო მეფე ლუი მეცხრემ პარიზში.

    ტაძარი არაერთხელ დაზიანდა და განახლდა, თუმცა დღევანდელი ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი უპრეცედენტოა. პარიზის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად.

    ტაძრის კედლებს ღრმა ნაპრალები გაუჩნდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved