სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.04.2019

     პარიზის ნოტრ-დამში ხანძარი ჩამქრალია. სახანძრო სამსახურის განცხადებით, ამჟამად მეხანძრეები დარჩენილ კერებზე დაკვირებასა და გახურებული შენობის გაგრილებას შეეცდებიან, რათა ცეცხლი ისევ არ გაჩნდეს. ხანძარს 9 საათზე მეტ ხანს აქრობდნენ.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის აღდგენის პირობა დადო. მისი თქმით, ტაძრის რესტავრაციის შემოწირულობისთვის ანგარიში გაიხსნება.

     წინასწარი ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

    პარიზის ღვთისმშობლოს ტაძარი საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა, რომელიც თითქმის 200 წელი შენდებოდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved