სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.04.2019

     (რეზონანსი) მამაკაცი, რომლის ცხედარიც დღეს მტკვარმა გამორიყა, 27 წლის არტურ პეტროსიანია. სამართალადამცველები მას თვენახევრის განმავლობაში ეძებდნენ.

    წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

    არტურ პეტროსიანი, რომელიც ვაზისუბნის დასახლებაში ცხოვრობდა, სახლიდან 2019 წლის 3 მარტს, საღამოს გავიდა და მას სამართალდამცველები ეძებდნენ.

    როგორც „კვირას" გარდაცვლილის დედამ, კარინა პეტროსიანმა განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცმა სახლიდან გასვლამდე მამასთან იჩხუბა და, ამის შემდეგ, მშობლის წინააღმდეგ პოლიციაში განცხადება შეიტანა.

    „ჩემს შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. იმ დღეს, სანამ სახლიდან წავიდოდა, ჩემმა შვილმა მამასთან იკამათა. ამის შემდეგ წავიდა და მამის წინააღმდეგ პოლიციაში განცხადება შეიტანა. დაკითხვაზე დაიბარეს ჩემი მეუღლე. რა თქმა უნდა, მეც გავყევი. სანამ დაკითხვიდან მოვედით, შვილი სახლში აღარ დაგვხვდა", - აცხადებს კარინა პეტროსიანი.

    შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

     

    წყარო: kvira.ge

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×