სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.04.2019

     (რეზონანსი) გასაყოფი რა გაქვთ, - ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას.

    „ერთი რაღაც მითხარით, ჩვენ ხომ ერთნი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ ვართ ერთი მიწის შვილები, ძმები ხომ ვართ, ძმურად გვიცხოვრია? რისი გულისთვის, 5-მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ? ასე ხომ არ შეიძლება. ხომ მოვედი და გელაპარაკებით. დამატებითი ძალა პოლიცია იყო, პოლიციას, ქვები რომ დაუშინეთ, რა უნდა გვექნა. თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, ვილაპარაკოთ.

    არავინ არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, არც ერთი საქართველოს მოქალაქის უფლებები დარღვეს, მით უმეტეს, არც თქვენი და არც ფორმიანი ადამიანების და არც კიდე მშენებელი ადამიანების. ამაზე უნდა ვიალაპრაკოთ და ნიღბები უნდა მოვიხსნათ, ისე არ შეიძლება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    შს მინისტრი ხეობაში, სადაც დილიდან დაძაბული ვითარებაა, ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×