სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.04.2019

    რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, უკრაინის ახალ პრეზიდენტს ვოლო­დი­მერ ზე­ლენ­სკის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ქსრთველ მომღერალთან და მსახიობთან ბუბა კი­კა­ბი­ძეს­თან. მე­ტიც, უკ­რა­ი­ნის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტუ­დი­ამ - Квартал 95, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ა­ლებ­სა და შო­უ­ებს იღებს, კი­კა­ბი­ძე­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო, სა­ხელ­წო­დე­ბით "ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი ლე­გენ­და". "ზე­ლენ­სკი კი­ევ­ში გა­ვი­ცა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სიმ­პა­თი­უ­რი კა­ცია და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ის გახ­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი... ბო­დი­ში, მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვწე­ვარ..." - განუცხადა "ამბებს" მომ­ღე­რალ­მა.

     ბუბა კი­კა­ბი­ძეს პრო­დი­უ­სერი რატი აბ­ზი­ა­ნი­ძე კი ამბობს, რომ ზე­ლენ­სკი მათი ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რია... მას უკ­რა­ი­ნა­ში დიდი კი­ნო­წარ­მო­ე­ბა აქვს, 2012 წელს ბუბა კი­კა­ბი­ძე­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო... უკ­რა­ი­ნა­ში ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბუ­ბას ყვე­ლა გას­ტროლს ზე­ლენ­სკის კომ­პა­ნია უწევს ორ­გა­ნი­ზე­ბას, მათ შო­რის სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტიც მათი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო. "აგრეთვე ბევ­რი სა­ერ­თო პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ - ნანი ბრეგ­ვა­ძის და ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის კონ­ცერ­ტე­ბი, ან­სამ­ბლ "რუს­თა­ვის" კონ­ცერ­ტი... ზე­ლენ­სკის კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვო­ვას (ასე ვე­ძახთ ში­ნა­უ­რუ­ლად) იმ­დე­ნად უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, ალ­ბათ, პრე­ზი­დენ­ტის რან­გში პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვე­ვა... ხშირად ჩა­მო­დი­ო­და და­სას­ვე­ნებ­ლად... გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს ყაზ­ბე­გი, გუ­და­უ­რი და ბა­თუ­მი... ქარ­თუ­ლი საჭ­მე­ლე­ბი იმ­დე­ნად მოს­წონს, რომ უკ­რა­ი­ნა­შიც კი ქარ­თულ რეს­ტორ­ნებ­ში და­დის. გა­მორ­ჩე­უ­ლად ხინ­კა­ლი უყ­ვარს. ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მოვ­დი­ვარ, რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მით მეტი მივ­დი­ვარ უკ­რა­ი­ნა­შიო... თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მისი მშობ­ლე­ბიც ყო­ველ წელს სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რო­ბენ და­სას­ვე­ნებ­ლად. უბ­რა­ლო და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან" - აცხადებს რატი აბ­ზი­ა­ნი­ძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×