სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.04.2019

     საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოპულარულ კრიმინალურ სერიალში NCIS: New Orleans, სამხრეთ ოსეთის რუსეთის პროვინციად მოხსენიების გამო ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ს მიმართავს.

    ზურაბიშვილი სერიალის ახალ ეპიზოდში ცხინვალის რეგიონის რუსეთის პროვინციად ხსენების ჩასწორებას ითხოვს.

    „საზღვაო პოლიცია: ნიუ ორლეანის" ახალ ეპიზოდში „სამხრეთ ოსეთი" მოხსენიებული იქნება როგორც „რუსეთის პროვინცია", რაც პრობლემატურია. სცენარში ეს შეცდომა უპასუხისმგებლობაა და ჩვენ მოვუწოდებთ CBS-სა და შოუს სცენარისტებს, პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სცენარში საჭირო კორექტივები შეიტანონ", - წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე".

    ხსენებული სერიალი 2014 წლიდან გადის CBS-ის ეთერში, მიმდინარე მეხუთე სეზონი კი 14 მაისს დასრულდება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×