სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.04.2019

     მსახიობიაა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის დაკავების შესახებ ცნობილი ხდება ახალო დეტალები. გავრცელებული ინფორმაციით, ჯიბღაშვილი გუშინ ორთაჭალაში, საკუთარ ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, როდესაც პოლიციამ შეამოწმა და მისი მანქანიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

    თავად ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი ამირან აღნიშნავს, რომ ნივთიერებას, რომელიც პოლიციამ ბიზნესმენის ავტომობილიდან ამოიღო ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.

    "ჯერჯერობით არ დასრულებულა საგამოძიებო მოქმედებები. ტარდება ექსპერტიზა იმისათვის, რომ დადგინდეს რეალურად მის მანქანაში აღმოჩენილი ნივთიერება, იყო თუ არა ნარკოტიკული საშუალება. ლევანი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან და ეხმარება გამომძიებლებს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად", - აცხადებს გიგუაშვილი.

    კითხვაზე, იცოდა თუ არა ლევან ჯიბღაშვილმა მის ავტომობილში არსებული ნივთიერების შესახებ, ადვოკატი ამბობს, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს, მას შემდეგ რაც ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი.

    "ექსპერტიზის პასუხის შემდეგომ გავაკეთებთ ვრცელ და ამომწურავ კომენტარს. ამ ეტაპზე არანაირი ვერსია არ გვაქვს. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ლევანი არ არის და არც ყოფილა ნარკოტიკების მომხმარებელი. ის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს", - განუცხადა "პრაიმტაიმს" გიგუაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (23.04.2019)
    რა იდიოტურ ვერსიას ანვითარებს ეს დებილი ადვოკატი...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×