სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.04.2019

     (რეზონანსი) ფაქტია დილემის წინაშე ვდგავართ, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, - ამის შესახებ განცხადება "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა, რითაც 21 აპრილს, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა .

    "ფაქტია, რა დილემის წინაშე ვდგავართ. ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას იმიტომ რომ შეიძლება ერთ დღეს ისე განვითარდეს მოვლენები რომ ვინმემ მსგავსი პროვოკაცია გამოიყენოს. ფაქტია რომ კვირა დღეს არავის არ ჰქონია მცდელობა ამ პროვოკაციის გამოყენების და რომ ყოფილიყო ღმერთმა იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

    ამიტომ აუცილებელია რომ ქვეყანას ჰყავდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონდე ხელისუფლება და ცვლილებები აბსოლუტურად აუციელებელია. ეს ცვლილებები უნდა მოხდეს მართლა ძალიან რადიკალურად და პრინციპულად. რადიკალურში არ ვგულისხმობ არასტაბილურობით ცვლილებას, ვგულისხმობ არჩევნებით ცვლილებას", - განცხადა ბურჯანაძემ "ტვ პირველთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (24.04.2019)
    დიდად პატივცემულო ქალბატონო ნინო, განხილვისას- ნუ ამუქებთ,ხოლმე- მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი საზოგადოება კარგად ერკვევა ანალიზში. პოლიტიკური მიზნების გამო, ხალხის დაზაფვრა -უღირსი საქმეა. ვიყავით ჩვენ, თქვენი მმართველობის მომსწრე და "წალკოტი" არ გვქონია. არც ველით ამას ახლა- თქვენი პარტიის არჩევის შემთხვევაში. ჭეშმარიტად რაც არის-იმ სინამდვილეზე გვითხარით და მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ ჩვენგან. შავად საქმის წარმომდგენლების მეტი რაა საქართველოში, გულისგამწყალებლები და ავად მოსაუბრენი არ გვაკლია, ხომ ხედავთ!. მე - თქვენ მოწიწებით გისმენთ ხოლმე და იმედგაცრუებული ვრჩები გუბაზის მსგავსი აზრების მოსმენის შემდეგ. მთავრობის შექება სირცხვილი და დასაძრახი არ არის, ხოლო წრეგადასული გინება---გმირობის ტოლფასი.ს ა შ უ ა ლ ო პოზა მაინც ყველაფერს ჯობია.არც იქეთ, არც აქეთ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×