სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.04.2019

     2010 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, 169 მილიონმა ბავშვმა წითელას ვაქცინის პირველი დოზა გამოტოვა, რაც ყოვეწლიურად 21 მილიონზე მეტ აუცრელ ბავშვს ნიშნავს. ეს მონაცემები UNICEF-მა გამოაქვეყნა.

    UNICEF განმარტავს, რომ ვაქცინის მეორე დოზის გამოტოვების მაჩვენებლები კიდევ უფრო საგანგაშოა.

    გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, ვაქცინაციის გამოტოვების შემთხვევები მატულობს და წითელას გლობალურ აფეთქებას იწვევს.

    „მსოფლიოს მასშტაბით, წითელას ამჟამინდელი აფეთქების გამომწვევი მიზეზები წლების წინ იღებს სათავეს. წითელას ვირუსი ყოველთვის მოძებნის აუცრელ ბავშვს. თუ სერიოზულად გვსურს ამ სახიფათო დაავადების გავრცელების შეჩერება, თითოეული ბავშვი უნდა ავცრათ, როგორც ღარიბ, ასევე მდიდარ ქვეყნებში,"- აცხადებს UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი.

    2019 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, წითელას 110 000 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს 300%-ით აღემატება. 2017 წელს წითელას ვირუსით 110000 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვი იყო. ეს მონაცემები 2016 წელთან შედარებით 22%-ით არის გაზრდილი.

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის პირველ თვეში, წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

    ბავშვების წითელას ვირუსისგან დასაცავად ვაქცინის ორი დოზაა საჭირო. WHO განმარტავს, რომ კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად, იმუნიზაციის 95%-იანი გლობალური დაფარვაა საჭირო.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×